Wednesday, 16 January 2019

კოლეგებთან შეხვედრები

მე-2 და მე-3  სამუშაო შეხვედრა გაიმართა 19 და 26 დეკემბერს.
მეორე შეხვედრაზე ვისწავლეთ ბლოგის ინტერფეისის და დიზაინის შეცვლა, პოსტში ფოტოებისა და ვიდეოების ჩასმა.
ასევე შევისწავლეთ გვერდების  დამატება და იქ სასურველი ინფორმაციის განთავსება.მოგვეცა დავალება, დამოუკიდებლად შევქმნათ რამდენიმე გვერდი.
მესამე შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და ბევრისმომცბელი იყო.ჩვენ გავიმეორეთ შესწავლილი მასალა და შევისწავლეთ გაჯეტების განთავსება ბლოგზე.
დავამატეთ ბლოგის სტუმრების გაჯეტი, ასევე სასურველი სასარგებლო ბმულები, რომელიც საშუალებას მოგვცემს ამიერიდან უფრო მოხერხებულად და დაბრკოლების გარეშე ვეწვიოთ საგანმანათლებლო გვერდებს.
შევისწავლეთ ასევე პრეზენტაციის ატვირთვა gmail-ზე და მისი ბლოგზე გამოქვეყნება.
ასევე პოსტშო ბმულის ჩასმა, რაც მოსახერხებელს ხდის მაუსის მონიშნულ სიტყვაზე მიტანით გავხსნათ სასურველი გვერდები.
შეხვედრის ბოლოს ვისწავლეთ ჩვენს ბლოგზე დავამატოთ მეგობრების ბლოგები, რომლებთან შესვლა და დათვალიერება ახლა უფრო ადვილად შეგვეძლება.
ეს შეხვედრები ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.საკუთარი ბლოგის არსებობა ამიერიდან საშუალებას მომცემს ჩემი ნამუშავრებიდა დოკუმენტაციები ერთ ელექტრონულ საქაღალდეში მოვაქციო, ასევე ის ხელმისწავდომი იქნება სხვა პედაგოგებისათვის, რომელთა ნაშრომებს მეც გავეცნობი და მათგანაც მივიღებ უკუკავშირს.

No comments:

Post a Comment

მოგესალმებით ჩემს ბლოგზე. მე გახლავართ ჭიათურის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი ნინო ტყემალაძე. ყოველთვის ვზრუნავ ჩემს...